საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ექიმების დაჯილდოების ცერემონია

ექიმების დაჯილდოების ცერემონია

23 დეკემბერი 2025

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  ორგანიზებულ ექიმების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. 
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა რეგიონის 15 წამყვანი ექიმი, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების პროფესიონალებს, გამოირჩევიან მკურნალობის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების დანერგვით, კრიტიკულ სიტუაციებში მაღალი პროფესიონალიზმით, სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებით, ასევე პაციენტების მხრიდან გამოხატული განსაკუთრებული ნდობითა და მადლიერებით.
დაჯილდოების ცერემონიაში, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

19 დეკემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)