საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

19 დეკემბერი 2025

ბათუმის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დამტკიცებული დადგენილებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საერთო მოცულობა 570 მლნ  ლარს შეადგენს. 
მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება  ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხები, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა, ეკონომიკის განვითარება და დასაქმება,  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მწვანე და სუფთა გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგიური პროექტებისა და მწვანე სივრცეების გაფართოება.  
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ორ მრავალშვილიან ოჯახზე  საცხოვრებელი ბინების გადასცემასთან დაკავშირებით.  მრავალშვილიან ოჯახებს ასევე გადაეცემათ სარემონტო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხები. 
მრავალშვილიან ოჯახებს ბინები გადაეცათ მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერება და  ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში.  ცვლილების მიხედვით, იზრდება თანამდებობრივი სარგო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის და „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.
ცვლილება განხორციელდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს 100 %-იანი წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“  საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №41 განკარგულებაში. განხორციელებული ცვლილების შედეგად,  განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის განკარგულებით გათვალისწინებული წილის საკუთრებაში გადაცემა მოხდება პოზიტიური პირობით, საკუთრებაში გადაცემული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის „სს საფეხბურთო კლუბი დბ 1923“-ის პირდაპირი მიყიდვის ფორმით. განკარგულების პირობებით განსაზღვრულია საბანკო გარანტიის წარდგენის, ინვესტიციის მოცულობისა და განხორციელების პირობები. 
განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოზიტიური პირობებით განსაზღვრული მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.
არაარსებითი ხასიათის ცვლილება შევიდა საკრებულოს 2025 წლის 29 აგვისტოს N42-ე დადგენილებით დამტკიცებულ   შპს  ,,სიფერლის“ განაშენიანების დეტალურ გეგმაში, კერძოდ, ცვლილება აზუსტებს მიწის ნაკვეთებზე განსათავსებულ შენობათა კონფიგურაციას, შიდა გზების და გამწვანების ადგილების კონტურებს.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

19 დეკემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)