საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა

18 დეკემბერი 2025

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხი განიხილეს. 

სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით,  ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 570 მლნ  ლარს შეადგენს. 

მუნიციპალიტეტის მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, გზების, ეზოების, სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობას, სანიაღვრე და კომუნალური სისტემების განვითარებას, სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობას, ავარიული შენობების რეაბილიტაციას და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას,  ბიუჯეტის საერთო მოცულობის 52 პროცენტი, 294 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. 

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს საკრებულოს 2025 წლის 29 აგვისტოს N42-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. პროექტის მიხედვით, არაარსებითი ხასიათის ცვლილება შედის  შპს  ,,სიფერლის“ განაშენიანების დეტალურ გეგმაში, კერძოდ, ცვლილება აზუსტებს მიწის ნაკვეთებზე განსათავსებულ შენობათა კონფიგურაციას, შიდა გზების და გამწვანების ადგილების კონტურებს. 

სხდომაზე წარმოდგენილ სკითხებს ბათუმის საკრებულო ხვალ, 19 დეკემბერს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.

სხდომას საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე  მინდია გოგუაძე უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

19 დეკემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)