ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა
ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა.
ფრაქცია ,,ევროპელი სოციალისტების“ დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული.
ამრიგად, საკრებულოში უკვე დარეგისტრირებულია სამი ფრაქცია. ახალი ფრაქციის ,,ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ირაკლი დევაძე გახდა, ფრაქცია ,,ხალხის ძალის“ თავმჯდომარე - ნინო ცხვარაძე, ხოლო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, როგორც უკვე ცნობილია, დავით მახარაძე ხელმძღვანელობს.
19 დეკემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













