საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

27 ნოემბერი 2025

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. 
სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში.
წარმოდგენილი ცვლილებებით, ჯანდაცვის მიმართულებით  იზრდება ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება. კერძოდ, ღონისძიების ასიგნება იზრდება განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვების რეაბილიტაციის კურსის ბენეფიციართა ვიზიტების რაოდენობისა და მომართვიანობის ზრდიდან გამომდინარე. 
ასევე იზრდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ღონისძიების დაფინანსება, ბენეფიციართა გაკვეთილების რაოდენობისა და მომართვიანობიდან გამომდინარე. 
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა მომართვიანობიდან გამომდინარე, იზრდება გეგმიური გულის ან/და კორონარული არტერიების ანგიოგრაფიის ქვეპროგრამისა და ბენეფიციართა გეგმიური ოპერაციული მკურნალობის ღონისძიების თანადაფინანსებაც.  
ბათუმის 2025 წლის კორექტირებული ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს საკრებულო პირველ დეკემბერს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

1 დეკემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)