მუნიციპალური საბჭო
ბათუმის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კამპანიას.
ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
საბჭოს წევრებმა დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 16–დღიანი კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ ისაუბრეს, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კამპანიის ფარგლებში, არაერთი თემატური ღონისძიება გაიმართება.
19 დეკემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













