საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

21 ნოემბერი 2025

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე ,,ბათუმის ბულვარის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ.
„რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობების“ თემაზე გამართულ მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, საქართველოსა და ევროპის ქალაქების მაგალითზე, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საპრეზენტაციო მასალა, ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: „ლანდშაფტის თავისებურებები და თანამედროვე ტენდენციები“, „მწვანე ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ურბანულ არქიტექტურაში“, „დეკორატიული მცენარეების როლი რეკრეაციული პარკების მდგრად განვითარებაში“, „პარკები და პოპ კულტურა“, „გამწვანების თანამედროვე ტენდენციები“ და სხვა. 
ბულვარის მესამე საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, თანამედროვე მიდგომების, ინიციატივების და გამოცდილების გაზიარება ურბანული პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების მართვის სფეროში, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალურ სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

ანონსი
2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

17 ნოემბერს, 12 საათზე,   საკრებულოში  ბათუმის მუნიციპალიტეტის  2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)