საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ღონისძიება  – „გმირის დღე“

ღონისძიება  – „გმირის დღე“

20 ნოემბერი 2025

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის  მუზეუმში, ბათუმის საკრებულოს თანაორგანიზებითა და ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული ღონისძიება  – „გმირის დღე“  გაიმართა. 
ღონისძიება მიეძღვნა ბათუმის პირველი ქალაქისთავის  - ლუკა ასათიანის,  მისი თანამოაზრის გრიგოლ ვოლსკისა და  ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დავით კლდიაშვილის  ღვაწლსა და დამსახურებას ბათუმის ევროპული ტიპის ქალაქად ჩამოყალიბებისა და ქალაქისთვის  თვითმმართველი სტასუსის მინიჭების საქმეში.
ღონისძიება დასრულდა შემაჯამებელი ინტერაქციით, რომელსაც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე უძღვებოდა. 
პარლამენტის დროებითი კომისიის აღნიშნული ინიციატივა მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ კომპონენტებს და მიზნად ისახავს ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას ბავშვებსა და მოზარდებში. 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, საკრებულოს წევრები,  პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიისა და ამავდროულად, საქართველოს  პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე  მარიამ ლაშხი,   პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე, ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიანტები, ბათუმის უნივერსიტეტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ანონსი
2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

17 ნოემბერს, 12 საათზე,   საკრებულოში  ბათუმის მუნიციპალიტეტის  2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)