იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია
ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ,,თვითმმართველი ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს დადგენილების პროექტის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელა.
კომისიის დასკვნით, კომისიას დადგენილების პროექტის პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით, სამართლებრივი შენიშვნა არ გააჩნია.
კომისიის დასკვნა, რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.
სხდომას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერიძე უძღვებოდა
25 თებერვალს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













