საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია

19 ნოემბერი 2025

საკრებულოს კომისიებში ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ასიგნებები  570,000.0 ათას ლარს შეადგენს. პროექტით ხორციელდება მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
კომისიამ განიხილა როგორც განათლების მიმართულებით ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის  პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე, პროექტთან დაკავშირებით წინადადებები და შენიშვნები.
კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მიიღეს  შესაბამისი დასკვნა, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა.

ანონსი
2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

17 ნოემბერს, 12 საათზე,   საკრებულოში  ბათუმის მუნიციპალიტეტის  2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)