2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
საკრებულოში ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯარო განხილვაზე თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებს ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი სურმანიძემ წარუდგინა.
წარმოდგენილი პროექტით, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის ასიგნებები 570,000.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც, 2025 წლის ანალოგიურ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 70 მლნ ლარით, ხოლო 2025 წლის საბოლოო მაჩვენებელთნ მიმართებაში - 5,500 მლნ ლარით.
რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებს, 2026 წელს კვლავ პრიორიტეტულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელზეც ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი დაფინანსება - 295,283.2 ათასი ლარი მიიმართება;
- განათლების სფერო - სკოლამდელი აღზრდა და განათლება, საბავშვო ბაღების შენობების კეთილმოწყობა, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა - დაფინანსდება 60,489.2 ათასი ლარით;
- პრიორიტეტულია, ასევე, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, რომლის დაფინანსება 36,548.1 ათასი ლარითაა განსაზღვრული;
- ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით - 34,381.2 ათასი ლარით დაფინანსდება;
- ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 59,631.0 ათასი ლარით;
- მუნიციპალური სერვისების განვითარება - 15,217.8 ათასი ლარი;
- ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 1,125.1 ათასი ლარი;
ბათუმის საკრებულოში ამ კვირაშივე დაიწყება ბიუჯეტის პროექტის დარგობრივ კომისიებში განხილვა. საბოლოოდ, რეგალამენტის შესაბამისად, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი სხდომის შემდეგ, 25 ნოემბრამდე, დასკვნასთან და შენიშვნებთან ერთად პროექტი ქალაქ ბათუმის მერს დაუბრუნდება.
17 ნოემბერს, 12 საათზე, საკრებულოში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













