ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი
საკრებულოში ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი დარეგისტრირდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს აპარატმა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი რეგისტრაციისთანავე, საჯაროდ გამოაქვეყნა.
იხილეთ: https://batumicc.ge/ka/page/456
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, თანდართულ მასალებთან ერთად, წინასწარი განხილვისათვის უკვე გადაეცა საკრებულოს დარგობრივ კომისიებსა და ფრაქციებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნებიდან სამი დღის ვადაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები და შენიშვნები წერილობით წარმოადგინონ საკრებულოს აპარატში.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, პრიორიტეტების
დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის შემდგომ, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის გაფართოებულ სხდომაზე მიღებული შემაჯამებელი დასკვნა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ქალაქის მერისათვის გასაგზავნი წერილის პროექტი, შენიშვნებით, წარედგინება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც, საკრებულოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით ქალაქის მერს დაუბრუნებს.
ქალაქის მერი, თავის მხრივ, განიხილავს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებს და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს, შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად, არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად.
10 ნოემბერს, დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













