საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია

14 ნოემბერი 2025

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიში განიხილა. 
სხდომაზე კომისიის წევრებს ანგარიში ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო კაკაბაძემ  წარუდგინა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ პრიორიტეტის მიხედვით, 2025 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების  მიმართულებით საანგარიშო პერიოდის  გეგმის შესრულების მაჩვენებელმა 77,0%  შეადგენა.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები მოხმარდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა/მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას, ქალაქის კეთილმოწყობას, სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. 
კომისიამ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

10 ნოემბერს, დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)