საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საგამოფენო სივრცის გახსნა

საგამოფენო სივრცის გახსნა

13 ნოემბერი 2025

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი საგამოფენო სივრცის გახსნას დაესწრო. 
ახალი საგამოფენო სივრცე - ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კორპორატიული მუზეუმი, საზოგადოებას ნავსადგურის განვითარების ისტორიას, უამრავ საინტერესო ცნობასა და უნიკალურ ექსპონატს აცნობს. ექსპოზიცია დიდ ადგილს უთმობს მსოფლიო დონის მეწარმეების: ნობელის, როტშილდის, მანთაშევის, შელის და სხვა მრავალთა ბათუმში მოღვაწეობის ამსახველ მასალებს. 
მუზეუმის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ასევე გამოიფინა ბათუმელ მხატვართა თემატური ნამუშევრები. 
საგამოფენო სივრცის შექმნის იდეა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლებისა და ვეტერანების ინიციატივით განხორციელდა. მუზეუმის შექმნის მთავარი მიზანია, წარმოაჩინოს ბათუმი როგორც საპორტო ქალაქი, რომელიც შავი ზღვის აუზში სამრეწველო, კულტურული და ტურისტული ცენტრის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ანონსი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

10 ნოემბერს, დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)