საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ საკრებულოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საკრებულოს თანამდებობის პირთა, კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი თავდგირიძისა და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით მიქელაძის პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია საკრებულომ ცნობად მიიღო.
დღესვე გაიმართა საკრებულოს ვაკანტურ პოზიციებზე თანამდებობის პირთა არჩევნები. კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ დაასახელა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, 21 ხმით, საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ლევან დავითაძე აირჩიეს. განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა თავმჯდომარე, 21 ხმით, ჯაბა ჭანტურია გახდა. ხმათა ამდენივე რაოდენობით, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის პოსტი გოჩა მგელაძემ ჩაიბარა. ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კი ნერიმან ცინცაძე გახდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, გოგოებაშვილის ქუჩა N84-ის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3125,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა, შემდგომში გზის მშენებლობის მიზნით.
10 ნოემბერს, დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













