საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სხდომა
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
კომისიამ განიხილა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება ქალაქ ბათუმში გოგობაშვილის ქუჩა N84-ის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3125,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.29.09.026) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
კომისიის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ საკითხს ბათუმის საკრებულო 10 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
სხდომას ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ლევან დავითაძე უძღვებოდა.













