საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა.
დღეს გამართულ სხდომაზე ანგარიში კომისიის წევრებს ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი სურმანიძემ წარუდგინა.
მთავარი მაჩვენებლები:
- ბიუჯეტის ფაქტიური შემოსულობა — 342,2 მლნ ლარი:
- რაც შეადგენს წლიური გეგმის 72,5%-ს;
- სამი კვარტლის გეგმის შესრულება — 101,3%-ს.
- პრიორიტეტების მიხედვით შესრულება:
- წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები – 93,8%;
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 77,0%;
- დასუფთავება, ეკოლოგია და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა – 93,3%;
- განათლება – 72,3%;
- კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 84,9%;
- ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 86,0%;
- ეკონომიკური და ურბანული განვითარება – 84,6%;
- მუნიციპალური სერვისები – 83,3%.
კომისიამ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ლევან დავითაძე უძღვებოდა.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...













