საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია

29 მაისი 2025

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის ნატალია ძიძიგურის მიერ ინიციირებული საკითხი განიხილა.
ინიციატივა ითვალისწინებს ,,პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში არსებული ღონისძიების - ,,ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“- დაფინანსების გაზრდას.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეპროგრამის მიმართ მზარდი ინტერესის გამო, ყოველწლიურად კონკურსში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ სტიპენდიის გაცემა არის ეფექტური სტრატეგია, ერთგვარი სტიმული და მოტივაცია სტუდენტთა სწავლის შედეგის წასახალისებლად, ინიციატივის ავტორს მიზანშეწონილად მიაჩნია გაიზარდოს დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი, პრიორიტეტების დოკუმენტში გათვალისწინების მიზნით, ქალაქ ბათუმის მერიას სხდომის საოქმო ჩანაწერის სახით გადაეგზავნება.

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...