საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ყინულის არენა

ყინულის არენა

18 მაისი 2025

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე ყინულის არენაზე ცენტრის სხვადასხვა სექციის მოსწავლეებს შეხვდნენ და სასწავლო პროცესს გაეცნენ.
შეხვედრის დასასრულს გიორგი მურვანიძემ მოსწავლეებს შესაბამისი ეკიპირება გადასცა.
ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ასევე დაათვალიერეს ყინულის არენის ინფრასტრუქტურა.
საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა მიმდინარე წელს გაიხსნა და უკვე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.
ბათუმის სპორტულ ცენტრში სპორტის 11 სახეობაში 900-მდე ახალგაზრდაა ჩართული.

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

19 დეკემბერს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)