შეხვედრა
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი თავდგირიძესთან და წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქში არსებულ სხვადასხვა სახის გამოწვევებსა და მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე.
გიორგი მურვანიძემ გამოთქვა მზაობა, მხარი დაუჭიროს საკრებულოს წევრების ყველა მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული
19 დეკემბერს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













