საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

რეკრეაციული სივრცის მოწყობა

რეკრეაციული სივრცის მოწყობა

02 მაისი 2025

ბათუმში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.
თამარის დასახლებაში, ძმები ნობელების ქუჩაზე მდებარე ახალ სკვერში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ბათუმის მერთან აჩილ ჩიქოვანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი თვდგირიძესთან ერთად დაათვალიერა.
სკვერში სამუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია. მოწყობილია სანიაღვრე არხი, ველობილიკი, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო სივრცეები, განათება, გამწვანება და საპარკინგე ზონა. აღნიშნული სივრცე თამარის დასახლებაში მცხოვრებ 200-ამდე ოჯახს მოემსახურება.
ახალი სკვერის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 1.5 მილიონამდე ლარი იყო გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია 35 რეკრეაციული სივრცის მშენებლობა-რეაბილიტაცია

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...