ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია
საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ დღეს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა.
წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საერთო ჯამში, გასული წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა 90 % შეადგინა. მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გადეგმილი ღონისძიებების შესრულების მაჩვენებელმა შეადგინა 88.2 %, ქალაქის დასუფთავების, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კი - 94.0 %.
გასულ წელს ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლდათ, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დაფინანსდა.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ დოკუმენტს ბათუმის საკრებულო ხვალ, მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.













