საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

25 აპრილი 2025

ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.
წარმოდგენილი დოკუმენტით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ 401 724,7 ათასი ლარი შეადგინა, ფაქტიურმა შესრულებამ - 446 941,6 ათასი ლარი. ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 460 224,7 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ კი - 412 598,0 ათასი ლარი.
საერთო ჯამში, 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელმა 90 % შეადგინა, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მაჩვენებელი 90,1 % გახლავთ, ხოლო სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის მიმართულებით - 99,4%.
2024 წელს, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების და განათლების მიმართულების დაფინანსება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე Neriman Tsintsadze / ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1414 

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...