სარეაბილიტაციო სამუშაოები
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი თავდგირიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარემ მინდია გოგუაძემ, ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმის მე-16 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნულ საბავშვო ბაღში ამჟამად ხორციელდება გარე ფასადის მოწესრიგებისა და შენობის შიდა ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ენერგოეფექტურობის გარდაქმნის პროექტის ფარგლებში, სამი - მე-6, მე-10 და მე-16 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
წელსვე დასრულდება სამი ახალი ბაღის მშენებლობაც, რის შემდგომაც ქალაქის 14-ივე ადმინისტრაციულ ერთეულს განახლებული საბაღე ინფრასტრუქტურა ექნება.
25 თებერვალს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













