აჭარაში მცხოვრებ აფხაზებთან შეხვედრა
ბათუმში დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების „ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრებ აფხაზებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება, ასევე თემატური გამოფენა.
შეხვედრაზე ბათუმის საკრებულოს წევრებმა, ბათუმის მერმა, აჭარის ხელისუფლების და აფხაზეთის არ-ის იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები უხუცესი აფხაზები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოეს.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...













