რეკრეაციული სივრცის მოწყობა
თამარ მეფის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.
შესრულებული სამუშაოები დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი თავდგირიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში სკვერში აშენდა სტადიონი, განთავსდა საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ინვენტარი, მოეწყო საპარკინგე სივრცე. უახლოეს პერიოდში განხორციელდება ველობილიკის სამღებრო სამუშაოები.
ახალი რეკრეაციული სივრცით ამ დასახლებაში მცხოვრები 300 ოჯახი ისარგებლებს
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...













