პრეზენტაცია
ბათუმის საკრებულოს წევრი რიჩარდ სირაბიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამების პრეზენტაციას დაესწრო.
შეხვედრაზე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს წარუდგინეს პროგრამების დეტალური პრეზენტაცია, ისაუბრეს ინტელექტუალურ, კულტურულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე, კარიერული განვითარებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამებზე.
ახალგაზრდებს შეხვედრაზე მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე და ცენტრის ხელმძღვანელი თამარ გაბაიძე.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაციები აჭარის რეგიონის თითოეულ უმაღლეს სასწავლებელში გაიმართება.
25 თებერვალს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













