სარეაბილიტაციო სამუშაოები
კახაბრის ქუჩაზე ახალი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა.
შესრულებული სამუშაოები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი თავდგირიძემ და საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარემ მინდია გოგუაძემ ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და ვიცე-მერთან ნუკრი დეკანაძესთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, სკვერში განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საბაღე ინვენტარი, მოეწყო სრულიად ახალი განათების სისტემა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 836 ათას ლარზე მეტი თანხა იყო გამოყოფილი.
25 თებერვალს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













