საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

სარეაბილიტაციო სამუშაოები

სარეაბილიტაციო სამუშაოები

09 თებერვალი 2025

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი თავდგირიძემ, ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოების განმავლობაში, მაისის ბოლომდე მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ. ასევე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ხოლო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა რუსთაველის ქუჩაზე - ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

ანონსი
2026 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

17 ნოემბერს, 12 საათზე,   საკრებულოში  ბათუმის მუნიციპალიტეტის  2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)