საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა

საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა

20 იანვარი 2025

უახლოეს მომავალში ბათუმს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყინულის არენა ექნება.
საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
სპორტული კომპლექსი, ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად, მოიცავს 1500 მაყურებელზე გათვლილ ყინულის მოედანსა და 800 მაყურებელზე გათვლილ 10-ზოლიან, 2,1 მეტრი სიმაღლის საცურაო აუზს.
ახალი თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყინულის მოედნის მოპირკეთება.
კომპლექსი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში.

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...