ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
14 თებერვალი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ხუთი საკითხი განიხილეს. 

კომისისიის წევრებმა იმსჯელეს საკრებულოს დადგენილების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს 2017 წლიდან გარდამავალი და ახალი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსებას. ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში საბიჯეტო ცვლილებები შეეხება ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობის, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, გარე განათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის პროგრამებს, ასევე, ბათუმში კომუნალური ინფრასრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებას, მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და მშენებლობის, საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობისა და კაპიტალური რეაბილიტაციის, სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის პროგრამებს.
კომისიამ განიხილა საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის „ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გასატა¬რებელ ღონისძიებათა შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N71 განაკრგულებაში. წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები გურამ მამულაძის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას და საკუთრებაში გადასაცემი ბინის სარემონტო თანხის გადაცემას. პროექტის მიღების მიზანია ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება, ბაღის ტერიტორიაზე მდებარე ამორტიზებული შენობა-ნაგებობებისაგან გამოთავისუფლება და აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8 ივლისის ბრძანების შესაბამისად შექმნილი „ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ პირთა განსახლების საკითხის შემსწავლელი კომისიის“ მიერ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მცხოვრები 38 ოჯახი სანაცვლო საცხოვრებელი ბინებით უკვე დაკმაყოფილდა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს „ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისათვის განაშენიანების რეგული¬რების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პრო-ექტზე. დადგენილების პროექტის მიღება უზრუნველყოფს ქ. ბათუმის გარკვეული ტერიტორიების, კერძოდ, მწვანე კონცხის განვითარებას საკურორტო-სარეკრეაციო მიმართულებით, მისი მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებისა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების გათვალისწინებით.
კომისიაზე წარმოდგენილი იყო ორი პეტიცია, რომელთაგან ერთი - „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ბათუმის საკრე¬ბუ¬ლოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, ხოლო მეორე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არამუნიციპალური ველოსიპედების სადგომი ადგილების (ველოპარკინგების) გამოყოფისა და მოწყობის საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლას ითვალისწინებდა.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, კომისიაზე განხილულ ხუთივე საკითხზე, საკრებულო ხვალ იმსჯელებს.
სხდომას ინფრასტრუქურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2697
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები