ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში კომისიის სხდომა გაიმართა
15 ნოემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში 87,9 პროცენტით შესრულდა, კონკრეტულად ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის პროგრამის ნაწილში კი - 85,3 პროცენტით. ქვეპროგრამების მიხედვით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ქვეპროგრამა 83,5 პროცენტით შესრულდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარების ქვეპროგრამა - 83,5 პროცენტით, საგზაო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარების ქვეპროგრამა - 90,5 პროცენტით, ქალაქის გაფორმება და სარეკრეაციო ინფრასტუქტურის განვითარების ქვეპროგრამა - 80, 7 პროცენტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟის ქვეპროგრამა - 84,3 პროცენტით, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამა - 66, 3 პროცენტით.
კომისიის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ნაკაიძემ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელმა ავთანდილ ტარიელაძემ, ბათუმის სასაფლაოების ხელძღვანელმა ავთანდილ ბურკაძემ და ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორმა გიგა ჩხეიძემ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6349
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები