ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერი გაიხსნა
11 აპრილი 2016
 

ბათუმში დღეს შინდისის გმირების სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნის ცერემონიას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და ქალაქის საზოგადოება ესწრებოდნენ. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ბათუმის კულტურის ცენტრის გოგონათა ვოკალურმა ანსამბლმა. სკვერში სიმბოლურად დარგეს ნეკერჩხლის ნერგები.
შინდისის გმირების სახელობის სკვერი ლერმონტოვის ქუჩაზე ევროსტანდარტების შესაბამისად ოთხ ჰექტარზე გაშენდა. კეთილმოეწყო 150 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, დამონტაჟდა ადაპტირებული ატრაქციონები, მოეწყო სადრენაჟო სისტემა, დაიგო ფილები და ბორდიურები, დამონტაჟდა გარე განათება, პარკში განთავსდა 90 საბაღე სკამი და მოეწყო სასმელი წყლის ფანტანები. გამწვანების სამუშაოები ჩატარდა 7 ათასი კვ/ მ ტერიტორიაზე. პარკის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მლნ 902 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს ,,მონოლითი 2005”-მა შეასრულა.
2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსეთის ასეულთან. ბრძოლა ერთ საათს გაგრძელდა. ქართველები შენობას აფარებდნენ თავს. რუსები ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის ტანკებიდანაც. ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ და გმირულად დაიღუპნენ. დღეს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, სწორედ ამ დაღუპული გმირების სახელობის სკვერი გაიხსნა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6081
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები