მიმდინარეობს საიტის განახლება

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საზეიმო ღონისძიება
30 ოქტომბერი 2025
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, ბათუმში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
შეხვედრაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა, გიორგი მურვანიძემ, ისაუბრა ბიუროში განხორციელებულ რეფორმებზე, ახალ შესაძლებლობებზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.
ღონისძიების ფარგლებში, ექსპერტიზის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 22
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები