ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
22 აგვისტო 2025
 

ც ნ ო ბ ა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2025 წლის 29 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის
განსაზღვრის შესახებ


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) მიმდინარეობს 2025 წლის 29 აგვისტოს დღის 11:00 საათზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე:


საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)


საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ნატალია ზოიძე)


საკითხი 3. „ქალაქ ბათუმში, წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთისათვის (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა) გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ნატალია ძიძიგური)


საკითხი 4. „ქალაქ ბათუმში ზედა ღელის ქუჩისა და ზედა ღელის შესახვევებისათვის კახი კავსაძის ქუჩისა და კახი კავსაძის შესახვევების მინიჭების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მაისის №გ-15.152329711 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ნატალია ძიძიგური)


დღის წესრიგის წარმოებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებიდან 2025 წლის 26 აგვისტოს დღის 11:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თარიღად განისაზღვროს 2025 წლის 29 აგვისტო.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 261
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები