ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
27 დეკემბერი 2024
 

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს, ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე.
სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ინვენტარი) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, შემდგომში მისი ა(ა)იპ ,,საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულ ფედერაცია“-ზე განკარგვის მიზნით.
კომისიამ იმსჯელა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით სარგებლობაში გაცემის საკითხზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „555“-ს შორის 2023 წლის 29 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე. წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ითვალისწინებს მერისათვის თანხმობის მიცემას, განახორციელოს ხელშეკრულებაში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, აუქციონში გამარჯვებული კომპანიის მიერ თავისი ფინანსური სახსრებით მოხდება ამორტიზირებული ნაპირდაცვითი ჯებირების (ნაპირდაცვითი ნაგებობის) ნაცვლად ახალი კაპიტალური ნაპირდაცვითი ნაგებობის და საზოგადოებრივი დანიშნულების პირსის მშენებლობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ.
სხდომაზე იმსჯელეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩა N152ბ-ში არსებული მიწის ნაკვეთებიდან (ს/კ 05.31.04.139 და ს/კ 05.31.04.138) ნაწილების სერვიტუტის უფლებით დატვირთვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე. პროექტის მიღების ძირითადი მიზანია, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.31.04.857) სასაგებლოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, მიწის ნაკვეთებიდან (ს.კ. 05.31.04.139 და ს.კ. 05.31.04.138) ნაწილის 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ სერვიტუტის უფლებით დატვირთვა.
სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის და სხვა საკითხები.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 155
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები