2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ც ნ ო ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 30 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის
განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) მიმდინარეობს 2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე:
საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალი¬ტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 3. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 4. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით სარგებლობაში გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „555“-ს შორის 2023 წლის 29 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 5. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ.ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩა N152ბ-ში არსებული მიწის ნაკვეთებიდან (ს/კ 05.31.04.139 და ს/კ 05.31.04.138) ნაწილების სერვიტუტის უფლებით დატვირთვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 6. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 7. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ზღვისპირის ქუჩა N10მ-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
საკითხი 8. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა N71-ში, 1 სართულზე მდებარე N16 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)
დღის წესრიგის წარმოებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებიდან 2024 წლის 26 დეკემბერს დღის 11:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თარიღად განისაზღვროს 2024 წლის 30 დეკემბერი.