ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისია
19 ნოემბერი 2024
 

საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 492,000.0 ათას ლარს შეადგენს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 29,327.5 ათასი ლარით დაფინანსდება.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა;
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია;
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება;
შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია;
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია;
ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება;
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება;
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება.
სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება;
მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა;
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება;
მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება;
მუნიციპალური უფასო სასადილო;
დროებითი ღამის თავშესაფარი;
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა;
მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა;
მოწყვლადი სოციალური ჯგუფის ოჯახების გაძლიერება.
სანიტარიული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარული მონიტორინგი;
დეზინფექცია დერატიზაციის ღონისძიებები;
მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები.
ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პროგრამები ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებს, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და დაავადებათა გავრცელების რისკ-ფაქტორების შემცირებას.
სხდომას ჯამრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დეტალური პროექტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=1378

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 159
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები