მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
29 ოქტომბერი 2024
ბათუმის საკრებულოში ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის ცხრა თვის ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით.
კომისიის წევრებს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების შესახებ დეტალური ანგარიში მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ გააცნო.
სხდომას საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა
მნახველთა რაოდენობა: 1439
ბმულები



ისტორია
































