ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მოსახლეობასთან შეხვედრა
14 მარტი 2024
 

ბათუმის საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ, ამჯერად მოსახლეობასთან შეხვედრა ფრიდონ ხალვაში გამზირზე გამართეს.
აღნიშნულ უბანში უკვე მიმდინარეობს სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცის მშენებლობა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე და განათების სისტემები, დაიგება მწვანე საფარი, განთავსდება საპარკო ინვენტარი, ატრაქციონები და ტრენაჟორები. პროექტის ღირებულება კი 222 ათას 110 ლარს შეადგენს და ის ნოემბერში დასრულდება.
წელს ბათუმში კიდევ 20 ახალი სკვერის მოწყობა იგეგმება, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, განხორციელდება 4 ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და 1-ის რეაბილიტაცია.
მოსახლოებასთან შეხვედრას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები, ქალაქის მერი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 158
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები