ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ბათუმობა 2023“ დასრულდა
30 აპრილი 2023
 

სახალხო დღესასწაული წელს ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავს მიეძღვნა და მთელი ქალაქის მასშტაბით მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ბათუმის საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო და სპორტული აქტივობები, კულტურული ღონისძიებები - კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები, გამოფენები, კულინარიული დუელი, ბათუმში და ბათუმზე გადაღებული ფილმების ჩვენება, ანიმატორთა წარმოდგენები. დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მიუზიკლი „და აი, ჩვენ აქ ვართ Mamma Mia”ცნობილი ქართველი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით.
,,ბათუმობა-2023"-ის საზეიმო ღონისძიებები გალაკონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 856
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები