2022 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის /ნინოშვილის ქ.32/35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, დღეს ბათუმის 26–ე საჯარო სკოლაში, თბილისის სამკურენალო-სარეაბილიტაციო ცენტრ „სკენარის“ ექიმებმა შშმ პირებისთვის უფასო კონსულტაციები ჩაატარეს.
სკოლას ცენტრის პედიატრი, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგი, ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტი, ტრავმატოლოგი, მანუალური თერაპევტი, დიეტოლოგი, ვისცერალური მასაჟისა და ლაზერო თერაპიის სპეციალისტები სტუმრობდნენ.
„სკენარი“ ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციას სხვადასხვა მიმართულებით 2015 წლიდან ახორციელებს.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე და ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარის მოადგილე ნინო ცხვარაძე ესწრებოდნენ.