ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სოფლის მეურნრეობის სამინისტროს ანგარიში საზოგადოებას
23 იანვარი 2020
 

აჭარის სოფლის მეურნრეობის სამინისტრომ დღეს საზოგადოებას 2019 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან - ლევან დავითაშვილთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის განცხადებით, სამინისტრომ, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 2019 წელს 12 პროგრამა და 20 ქვეპროგრამა განახორციელა. ბიუჯეტი 15 362 854 ლარით იყო განსაზღვრული. აქედან 10 608 324 ლარი სოფლის მეურნეობაზე, ხოლო 4 754 530 ლარი გარემოს დაცვასა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაიხარჯა.
დღესვე, ანგარიშის პარალელურად, მინისტრმა 2020 წლის პროგრამები წარადგინა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წარმატებული ფერმერები და აგრომეწარმეები დააჯილდოვა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1885
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები