2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულომ დღეს ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 172,227,5 ათას ლარს შეადგენს. პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად კი პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები გადანაწილდა შემდეგნაირად: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 35,092.4 ათასი ლარი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 70,089.1 ლარი, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 14,214.5 ლარი, განათლება - 16,883.3 ლარი, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 13,321.0 ლარი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 15,325.9 ლარი, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 560.0 ლარი, მუნიციპალური სერვისების განვითარება - 6,144.4 ლარი.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხს „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ და „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ განკარგულების პროექტს.
სხდომას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.