ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პოლიტიკური პროცესების გენდერული განზომილებები
13 სექტემბერი 2019
 

„პოლიტიკური პროცესების გენდერული განზომილებები“ იყო დღეს (IRI)- საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, რომელიც სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა.

რა ბარიერები გააჩნიათ ქალებს პოლიტიკაში მონაწილეობისთვის? რა სახის რესურსებია საჭირო პოლიტიკაში ჩართულობისა და დაწინაურებისთვის? და რა შესაძლებობებს აძლევს ქალებს 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები? ასევე, რა სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო ქალთა რაოდენობის გასაზრდელად? და როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მეტ არჩეულ ქალს პოლიტიკაში? ეს ის ძირითადი საკითხები იყო შეხვედრაზე, რომლებიც დღეს განიხილეს და რომლის გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.
შეხვედრას, ბათუმის საკრებულოს წევრები, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1707
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები