ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2019“
07 სექტემბერი 2019
 

დღეს აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს ხეობაში სახალხო დღესასწაული “მაჭახლობა 2019“ გაიმართა. ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა, სახალხო დღესასწაულს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, მთავრობის წარმომადგენელბი და ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მაჭახელას ხეობიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ტრადიციულად, მაჭახლობაზე წარმოდგენილი იყო ხეობისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, ეთნოგრაფიული კუთხეები და შემოდგომის ნობათი, გაიმართა ასევე სპორტული აქტივობები, მაჭახელას თოფის ნიმუშების გამოფენა და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 137
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები