ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
31 მაისი 2019
 

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა, დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ 17 ხმით თემურ კახიძე აირჩიეს.
თემურ კახიძე 2012-2016 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, 2014 წლიდან კი უმაღლესი საბჭოს იურიდიულ, საკონსტიტუციო და საპროცედურო საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ომარ მახარაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. საკრებულომ, დღესვე ომარ მახარაძისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღო.
საკრებულოს წევრებმა, ასევე, ცნობად მიიღეს, საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, როინ ზოიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხიც, რომელმაც უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, პირადი განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს 27 მაისს მიმართა.
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, საკრებულოს წევრებმა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიისა და საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები დაამტკიცეს.
დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" დაშლის შესახებ, რაც სამწევრიანი ფრაქციიდან ერთი წევრის გასვლამ განაპირობა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2470
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები