2025 წლის 29 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
პროექტის „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია – ფაზა III (კომპონენტი: „წყლის მრიცხველების მიწოდება და მონტაჟი“)“ დაფინანსების მიზნით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი) შორის 2013 წლის 7 მაისს ხელმოწერილი დაფინანსების განხორციელების ხელშეკრულების საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. უფლება მიეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს - ირაკლი ჩავლეიშვილს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თვითმმართველ ქალაქ ბათუმს შორის გასაფორმებელ „თანხის გადაცემის ხელშეკრულებას“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი