ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 233
თარიღი: 2013-11-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

  

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპატრიარქოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ

 

საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 2013 წლის 05 სექტემბრის №191 (№04-03/24121) მომართვით ითხოვს შპს ”ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის” ეზოს კეთილმოწყობისათვის თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული მეორადი ფილების საკუთრებაში გადაცემას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთე­ულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-19 პუნქტის  შესაბამისად,  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ    გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთ­რებაში არსებული ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ფოთლის ფორმის) 800,00 კვ.მ, ღირებულებით 11200,00 (თერთმეტი ათას ორასი) ლარი;

2. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის მიზნით, შესაბამის ხელშეკრულებაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს . ბათუმის მერიის ადმინისტრაციის სასაწყობო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს მინდია ხაბაძეს (პირადი ნომერი 61001000942).

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი:    ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარ                                                                                   ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები