ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 232
თარიღი: 2013-11-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

თვითმმართველი ალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ  საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ

 

  სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისადმი 2013 წლის 11 ოქტომბრის №122/02 წერილით ითხოვს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის განვითარების მიზნით სსიპ ”საჯარო აუდიტის ინსტიტუტს” უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლის მე-9 სართულზე განთავსებული 80 კვ.მ. ფართის ბინა 133 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.24.08.047.01.133) და მე-11 სართულზე 80 კვ.მ. ფართის ბინა 145  (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.24.08.047.01.145). ამასთან აღნიშნავს, რომ თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 სექტემბრის №25-04/2787 წერილის საფუძველზე სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“ თვითმმართველ ქ. ბათუმს უვადო სარგებლობაში გადასცემს ქ. ბათუმში, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №10-ში მდებარე 1149 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ 829,3 კვ.მ. შენობა-ნაგებობას (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.26.03.049). ზემოხსენებული  ქონების  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ სსიპ ”საჯარო აუდიტის ინსტიტუტი”-სათვის უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაში გადაცემა ვერ მოხდება, სანამ აღნიშნული ბინები საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული  კანონის 22- მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ    :

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს საჯარო რეესტრში თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული შემდეგი ქონება:

1.1 ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის/ფიროსმანის კვეთაში მდებარე სახლის მე-9 სართულზე განთავსებული 80 კვ.მ. ფართის ბინა 133 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.24.08.047.01.133);

1.2. ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის/ფიროსმანის კვეთაში მდებარე სახლის მე-11 სართულზე განთავსებული 80 კვ.მ. ფართის ბინა 145 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.24.08.047.01.145).

2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემა მოხდეს:

ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს: უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“-სათვის  უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაში გადაცემა. 

ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ იგი არ მოახდენს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“-სათვის  უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაში გადაცემას.

სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება თვითმმართველ ქ. ბათუმს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ქონების კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.

3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (დ. ალაძე), უზრუნველყოს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით  გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.

  4. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ აჭარა”-ში გამო­ქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

  5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: . ბათუმი, ზუბალაშვილის .30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

  6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარ                                                                                   ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები